17/11/2023 GIP

ინტერპარტიული საბჭოს გენერალური ასამბლეა: თანამშრომლობის ხელშეწყობა დემოკრატიული პროგრესისთვის

საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, 15 ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, ინტერპარტიული საბჭოს გენერალური ასამბლეა შეიკრიბა. ასამბლეაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ახალგაზრდა ლიდერებმა და ქალმა პოლიტიკოსებმა ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები წარადგენეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, ინკლუზიური და პასუხისმგებელი პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნის მიზნით.

2022 წლის დეკემბერში დაარსებული ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ინტერპარტიული საბჭო შვიდი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ინოვაციური ინტერპარტიული თანამშრომლობის წახალისებასა და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის განვითარებას ემსახურებიან. ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა გენერალურ ასამბლეზე ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შედეგები წარმოადგინეს, მათი საქმიანობა მოიცავდა ისეთი სოციალური საკითხების კვლევას, როგორებიცაა გენდერული ძალადობა, სამოქალაქო დაცვა და საზოგადოების მედეგობა.

აღნიშნული ჯგუფების მუშაობის პარალელურად, 11 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ქალმა პოლიტიკოსებმა ერთობლივად იმუშავეს ქალების პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ მიერ ჩატარებულ საველე სამუშაოების მედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა და მანიფესტის სახით ჩამოყალიბდა ქალი ამომრჩევლის მოლოდინები პოლიტიკური პარტიების მიმართ საქართველოში და ასევე, ქალი პოლიტიკოსების საჭიროებები და გამოწვევები.

ასამბლეის საჯარო დისკუსიები კი ქალ ამომრჩეველთან და ქალ პოლიტიკოსებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხო:

  • რა მოლოდინები აქვს ამომრჩეველს და რისი გაკეთება შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს აღნიშნულ მოლოდინებზე საპასუხოდ?

  • როგორ მუშაობენ პოლიტიკური პარტიები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საქართველოში და რა წვლილის შეტანა შეუძლიათ მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში?

  • საზოგადოების ინფორმირებულობის დონე სამოქალაქო თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით და რა როლი შეიძლება შეასრულონ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად?

  • რას ელიან ქალი ამომრჩევლები პოლიტიკური პარტიებისგან და რისი გაკეთება შეუძლიათ პოლიტიკოსებს მათ მოლოდინებზე საპასუხოდ? 

ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის – „ინკლუზიური პარტიული პოლიტიკის გზით საქართველოშიმდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (FDFA) მხარდაჭერითხორციელდება. ინიციატივა პოლიტიკურ პარტიებს შორის საგნობრივი პოლიტიკური დღის წესრიგისადა ინკლუზიური მონაწილეობის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

ქალ პოლიტიკოსთა გაძლიერება

გენერალურ ასამბლეაზე გაიმართა ერთობლივი მანიფესტის პრეზენტაცია სახელწოდებით „ქალი ამომრჩევლის მოლოდინები და ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები: როგორ პასუხობენ პარტიები დაკვეთას?“. აღნიშნულ პანელს მოდერაცია გაუწია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პროფ. ბაკურ კვაშილავამ. უშუალოდ მანიფესტი აუდიტორია წარუდგინეს დოკუმენტის თანაავტორებმა: ანა გოგოლაძე (საქართველოსთვის), სალომე კერვალიშვილი (ლელო საქართველოსთვის), თეონა ჭალიძე (სტრატეგია აღმაშენებელი), ნინო წულაძე (ანა დოლიძე ხალხისთვის), ანა გოგოლაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა). პარტიის ლიდერებმა, მათ შორის დეა მეტრეველმა (პარტია “ლელო საქართველოსთვის”), გიორგი სარაშიძემ (პარტია “საქართველოსთვის”), მანიფესტის საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს, რასაც კითხვა-პასუხის რეჟიმი და საჯარო დისკუსია მოჰყვა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსების გაძლიერება

ასამბლეა თემატური დისკუსიით  გაგრძელდა თემაზე „სამოქალაქო თავდაცვის სფეროში საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა: ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“. ანგარიში წარადგინეს თანაავტორებმა: გოგა ფოლადაშვილი (საქართველოს ლეიბორისტული პარტია), ზურა გამგებელი (გახარია საქართველოსთვის), ოთარ ფარულავა (ლელო საქართველოსთვის). მათი პანელური მოხსენებები შეაფასეს პარტიის ლიდერებმა და ექსპერტებმა, მათ შორის, მიხეილ ქუმსიშვილმა (საქართველოს ლეიბორისტული პარტია), თაზო დათუნაშვილმა (ლელო საქართველოსთვის), მიხეილ დაუშვილმა (საქართველოსთვის) და გიორგი შაიშმელაშვილმა (სამოქალაქო იდეა), რასაც აუდიტორიასთან დისკუსია მოჰყვა.

საჯარო სხდომები საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორის მოადგილის, რენატა სკარჯუტე-კერესელიძის შემაჯამებელი სიტყვით დასრულდა. ამით ღონისძიების საჯარო ნაწილი დასრულდა და შეხვედრა პარტიის დელეგატების მონაწილეობით დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

გენერალური ასამბლეა და მისი შედეგები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში უფრო ინკლუზიური და პასუხისმგებელი პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა, პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მხრიდან.

 

, , , , , , , , , , , , , , ,