29/03/2019 magda

პოპულისტური ნაციონალიზმი საქართველოში: როგორია მისი გავლენა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2019-03-29 12:07:53

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში გაანალიზებულია, თუ რამდენად ახდენს გავლენას პოპულისტური ნაციონალიზმის მზარდი ტენდენცია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე. ნორმატიული კუთხით, საქართველოში პოპულისტური ნაციონალისტური დისკურსი თავისთავად ევროსკეპტიკურია, რადგანაც იგი თავს იმკვიდრებს პროგრესულ და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებებულებებთან წინააღმდეგობით, რომლებიც ევროკავშირის განუყოფილ ნორმებს წარმოადგენენ.

თუმცა, პრაქტიკულ დონეზე, ამ დრომდე მისი გავლენა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე უმნიშვნელოა. საქართველო აღმოსავლეთ პარტიორობის ინიციატივის ქვეყნებს შორის, კვლავაც ყველაზე პროევროპულ სახლმწიფოდ რჩება, სადაც მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. არც საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ, პოპულისტური ნაციონალიზმის წამახალისებელ, სადავო ნაბიჯებს დაუზიანებია მნიშვნელოვნად ქვეყნის ევროკავშირთან ფუნქციური და ინსტიტუციური დაახლოების პროცესი. მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში, პოპულისტური ნაციონალიზმის გაძლიერებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ნორმატიულ და ფუნქციურ საფუძვლებს ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში უკვე მოხდა. ამ პროცესმა შესაძლოა შეასუსტოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა  საქართველოს მოქალაქეებს შორის და ხელი შეუწყოს, პოპულისტური ევროსკეპტიკური დღის წესრიგის გავლენის გაძლიერებას მთავრობასა და სხვა აქტორებზე, რომლებიც ქვეყნის რეფორმირების პროცესში არიან ჩართული.

[1] ბიძინა ლებანიძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უფროსი ანალიტიკოსი.

, , , , , , ,