2023-03-15 08:05:34
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ პუტინის თავდაპირველი გეგმა „დენაციფიკაციის“ და „დემილიტარიზაციის“ შესახებ კრახს განიცდის. გარდა ამისა, ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო წესრიგი და შედეგად გამოიწვია კოლექტიური დასავლეთის უპრეცედენტო მობილიზება რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ ცივი ომის შემდეგ. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ამგვარი გარდაქმნა მოწყვლადს ხდის ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, კრემლის ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თითქმის ყველა გლობალურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, რუსეთის მიმართ მთავრობის ბუნდოვანი პოზიციის ფონზე, კიივთან ურთიერთობები უფრო ანტაგონისტური გახდა. საერთაშორისო კრიტიკასთან ერთად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქართული ოცნებამ დათმო ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რაც შედეგად სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვის რისკს ქმნის.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები პასუხობენ შემდეგ კითხვებს:
- რა ტიპის საგარეო პოლიტიკა უნდა აირჩიოს საქართველოს მსგავსმა პატარა სახელმწიფომ სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოში?
- შეუძლია საქართველოს აწარმოოს ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, თუ მან შედარებით ტრანსაქციური მიდგომა უნდა აირჩიოს?
- რა რისკები და სარგებელი გააჩნია თითოეულ მიდგომას?