11/02/2022 GIP

რას უქადის საქართველოს ნატო-რუსეთის უკრაინის გარშემო მიმდინარე დაპირისპირება?

წაიკითხეთ დოკუმენტი

გამოქვეყნების თარიღი:
11-02-2022

ექსპერტთა კომენტარი #19 | თებერვალი 2022

გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული, მსოფლიო თვალს ადევნებს რუსეთის  სამხედრო ძალების უკრაინის საზღვართან კიდევ ერთხელ მობილიზებას. ერთი შეხედვით, ეს თითქოს 2021 წლის გაზაფხულზე, კრემლის მიერ გათამაშებული ომის მუქარის მსგავსია. თუმცა, ამჯერად რუსეთის ხელისუფლება კიდევ უფრო შორს წავიდა და ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციას (ნატოს) წარუდგინა მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციის აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას, ანუ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას.

მოსკოვისა და ვაშინგტონის (ლიდერების), ასევე, ნატოს წარმომადგენლებთან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების უმაღლეს დიპლომატიურ დონეზე შეხვედრებმა ჯერ-ჯერობით შედეგი ვერ გამოიღო, დასავლეთის ქვეყნები ფორმალურად კვლავ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთგულნი რჩებიან.ხოლო ეუთოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ევროპაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ომის რისკი ასეთი მაღალი  არასოდეს ყოფილა.

რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრა და მიმდინარე ჩიხური მდგომარეობა ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასავლეთსა და კრემლს შორის შექმნილი დიპლომატიური  ჩიხი, საქართველოს უსაფრთხოებასაც სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს. დიდი ალბათობით, მიმდინარე კრიზისის შედეგებს ექნება გრძელვადიანი გეოპოლიტიკური გავლენა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე და რეგიონზე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მოწვევით (GIP), უცხოელმა ექსპერტებმა (პორტუგალიიდან, კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან) და ქართველმა ექსპერტებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს:

  1. თქვენი აზრით, რა ძირითადი შედეგები ექნება ნატოსა და რუსეთის მიმდინარე დაპირისპირებას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და მასში საქართველოს როლზე?
  2. რუსეთის უკრაინაში პოტენციური შეჭრის ფონზე, რა უნდა იყოს საქართველოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგია?
, , ,