17/11/2022 GIP

სამხრეთკავკასიურ პრაგმატიზმებში დაკარგული: რატომ უნდა მიმართოს საქართველომ ძალისხმევა ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკისკენ

გაეცანით ნაშრომს

Author

ივანნა მაჩიტიძე


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
17-11-2022

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული ფართომასშტაბიანი და გაუმართლებელი აგრესიის გამო რეგიონმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.  ის, რაც თითქმის ათი წლის განმავლობაში ითვლებოდა მორიგ რეგიონულ კონფლიქტად „რუსეთის სამეზობლოში“ და რაც სერიოზულ ზეგავლენას არ ახდენდა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ახლა უკვე გლობალური მნიშვნელობის პრობლემად არის აღიარებული. უკრაინის მიერ ომის შთამბეჭდავად წარმართვამ გაააქტიურა გლობალური მხარდაჭერა და საზოგადოების ძალისხმევა მიმართა პუტინის რუსეთის გამო საფრთხეში მყოფი დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად. ამის გამო ქვეყნები ჯგუფებად დაიყო: სახელმწიფოები, რომლებიც ცალსახად უჭერენ მხარს უკრაინას, სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთის მოკავშირეები არიან, და ისინი, რომლებიც თავს არიდებენ რაიმე პოიზიციის გამოთქმას ეკონომიკური სტაბილურობისა და ბუნებრივი რესურსების პრიორიტეტულობის გამო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას სამხრეთ კავკასიის არცერთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი, თუმცა ამავდროულად, არცერთმა მათგანმა არ მიიღო მოსკოვის სრული იზოლაციის პოლიტიკა. ამ მოცემულობამ განხილვის საგნად აქცია ის, თუ რამდენად მოგებიანია მსგავსი „პრაგმატიზმი“ რეგიონისთვის, განსაკუთრებით კი, – ტრადიციულად მყარად პროდასავლური საქართველოსთვის.

პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია „პრაგმატული მიმართულება“ სამხრეთ კავკასიაში. მასში წამოყენებულია არგუმენტები, რომ ამგვარი „პრაგმატული“ საგარეო პოლიტიკა არ არის ოპტიმალური სტრატეგია საქართველოსთვის დღეს არსებულ დიდი სტრატეგიული გაურკვევლობის პირობებში. ამ მიზნით, პირველ რიგში, შეფასებულია სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილების შედეგები და მიმოხილულია პრაგმატული და ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის მიდგომების არსი. მეორე მხრივ, გაანალიზებულია აზერბაიჯანის და სომხეთის რეგიონული პოლიტიკის პრაგმატიზმის ძირითადი მოტივები. და ბოლოს, ახსნილია თბილისის პრაგმატული საგარეო პოლიტიკისკენ სწრაფვის საფასური და სამაგიერო სარგებლის ნაკლებობა. როგორც კვლევის შედეგები გვიჩვენებს, ამგვარი მიდგომა საქართველოს ჩიხში შეიყვანს. შესაბამისად, ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არის ოპტიმალური ვარიანტი, რომელსაც თბილისი უნდა გაჰყვეს, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ძირითადი საგარეოპოლიტიკური მიზანი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვაა.  ბრიუსელსა და თბილისს შორის თანამშრომლობის შესუსტების ფონზე ამ კურსის ეჭვქვეშ დაყენება გამოიწვევს სანქციებს და საქართველოს მოწყვლადობა რეგიონული ცვლილებების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. ამ კუთხით, ნაშრომში, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის წარმოდგენილია რეკომენდაციები, მიიღონ იმგვარი ზომები, რომლებიც აუცილებელია, რათა თბილისი, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრაგმატული პოზიციისგან განსხვავებით, რეგიონული პოლიტიკის ღირებულებებზე დაფუძნებულ კურსის ერთგული დარჩეს.

საკვანძო სიტყვები: სამხრეთი კავკასია, საქართველო, ომი უკრაინაში, პრაგმატული საგარეო პოლიტიკა

პოლიტიკის დოკუმენტი #32 | დეკემბერი 2022

პუბლიკაცია მომზადდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.
, , , ,