Author

29/07/2022 თეონა ზურაბაშვილი

ინსტიტუციური რეფორმების რა პერსპექტივები არსებობს სახელმწიფოს მიტაცების პირობებში? – ინტერვიუ პროფესორ მაიკლ ჯონსტონთან

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
29-07-2022

ინტერვიუს უძღვება თეონა ზურაბიშვილი, პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი

 

,,ანგარიშვალდებული ინსტიტუტები და გამჭვირვალობა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ არ არიან ადამიანები და ჯგუფები, რომლებსაც მათი გამოყენების ინტერესი აქვთ; და ეს, დიდი ალბათობით, ეხება მათ პირად ინტერესებსა და დღის წესრიგს, ვიდრე (დასაწყისში მაინც) რაიმე ტიპის საჯარო რეფორმირების დღის წესრიგს.“

 

მაიკლ ჯონსტონი კოლგეიტის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი, აშშ) პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორ-ემერიტუსია. მისი პროფესიული კომპეტენცია ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა შედარებითი და ამერიკის პოლიტიკა, საჯარო პოლიტიკა, კორუფცია, დემოკრატიზაცია და განვითარება. პროფ. ჯონსტონი ასწავლიდა პიტსბურგის უნივერსიტეტში და  არის გლაზგოს უნივერსიტეტის (შოტლანდია) ურბანული და რეგიონული კვლევის ცენტრის მოწვეული ლექტორი და მკვლევარი; იორკის უნივერსიტეტის (ინგლისი) პოლიტიკის დეპარტამენტის და სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი; დარემის უნივერსიტეტის წმ. ეიდენის კოლეჯის (ინგლისი) პოლიტიკის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი და მკვლევარი; სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი; პრინსტონის (ნიუ-ჯერსი, აშშ) პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის წევრი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ეროვნული ფონდის მკვლევარი.

მაიკლ ჯონსტონი კორუფციასთან ბრძოლის სფეროს ერთ-ერთი პიონერია; მან კორუფციის კვლევა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც ცოტა თუ საუბრობდა ამ საკითხებზე. პროფ. ჯონსტონი  მრავალი წიგნისა და ნაშრომის ავტორია, მათ შორისაა: „საჯარო სექტორის კორუფცია“ (ანთოლოგიის ოთხტომეული), (ლონდონი: Sage UK, 2010); „კორუფციის სინდრომები“ (კემბრიჯი და ნიუ-იორკი: Cambridge University Press, 2005); „სამოქალაქო საზოგადოება და კორუფცია: მობილიზაცია რეფორმისთვის“ (კოლგეიტის უნივერსიტეტის ეთიკისა და მსოფლიო საზოგადოებების ცენტრის ნაშრომთა კრებული; ლანემი, მერილენდი: University Press of America); „პოლიტიკური კორუფცია: კონცეფციები და კონტექსტები“ (ნიუ ბრუნსვიკი, ნიუ-ჯერსი: Transaction Publishers, 2002) (თანარედაქტორი ა. ჰეიდენჰაიმერი); „პოლიტიკური კორუფცია: სახელმძღვანელო“ (1989); „თაღლითობა, უაზრო ხარჯვა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ხელისუფლებაში: მიზეზი, შედეგები და  გამოსწორების საშუალებები“ (1986); „პოლიტიკური კორუფცია და საჯარო პოლიტიკა ამერიკაში“ (Brooks/Cole Publishing, 1982). მისი სტატიები იბეჭდება ჟურნალებში, როგორებიცაა Crime, Law, and Social Change, Asian Perspectives, Comparative Politics, Public Integrity, African Studies Quarterly, Publius, Polity, The Political Quarterly, American Political Science Review, Urban Affairs Quarterly, Review of Black Political Economy, Journal of Democracy; აქვეყნებს კვლევებს სამეცნიერო ნაშრომების ბევრ კრებულში, მათ შორის გამოქვეყნებული აქვს „ბრიტანეთის სოციალური დამოკიდებულებების კვლევის“ რამდენიმე ანგარიში. პროფესორ ჯონსტონს მომზადებული აქვს რჩევები და პუბლიკაციები საჯარო პოლიტიკის შესახებ მსოფლიო ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვა ჯგუფების ეგიდით. აღსანიშნავია, რომ მისი წიგნებიდან ერთ-ერთს – „კორუფციის სინდრომები,“ 2009 წელს გროუმეიერის პრიზი მიენიჭა მსოფლიო წესრიგის გაუმჯობესების იდეებისთვის (Grawemeyer Award for Ideas Improving World Order), რომელიც მას ლუისვილის უნივერსიტეტმა გადასცა. ეს წიგნი გამოიცა რუმინულ, არაბულ და ჩინურ ენებზე. პროფესორი ჯონსტონი არის Crime, Law, and Social Change (ციტირებადი კვლევითი ჟურნალი, რომელსაც კვარტალურად გამოსცემს Springer-ი) სარედაქციო საბჭოს წევრი, ხოლო 1995-2010 წლებში ის იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა ამერიკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

ინტერვიუ ექსპერტთან #11 | აგვისტო 2022

, , , , , , , , ,