16/10/2019 magda

რამდენად შესაძლებელია, ნატო-ს მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გავრცელებაზე დროებით უარის თქმამ, დაძლიოს რუსეთის დე ფაქტო ვეტო საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებზე?

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
16-10-2019

10 სექტემბერს თბილისის რიგით მე-5 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა განიხილოს ნატო-ში გაწევრიანება იმგვარი სცენარით, რომ მე-5 მუხლი დროებით არ გავრცელდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ხშირად განიხილება, როგორც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დამაბრკოლებელი ფაქტორი.

რასმუსენის წინადადებას წინააღმდეგობრივი რეაქციები მოჰყვა ქართულ საზოგადოებასა და მედიაში, რამდენადაც არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების ფონზე, რომელიც მეტწილად რუსეთიდან მომდინარეობს, ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევა. მეორე მხრივ კი, ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს ძალიან სენსიტიურ შიდასახელმწიფოებრივ საკითხს, რომელთანაც წინდაუხედავად მიდგომას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ბედავს. ნატო-ში გაწევრიანების ამგვარ სცენარს, რომ მე-5 მუხლი დროებით მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდეს, აქვს რამდენიმე საკვანძო განზომილება, მათ შორის, ის, თუ რა რეაქცია ექნება საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი შეიძლება მოჰყვეს ამას რუსეთისგან და როგორ მიიღებს ამას დასავლეთი.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, შერჩეულმა ექსპერტებმა საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს:

  • თუ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ამ გადაწყვეტილებას (რაც ჯერჯერობით არ მომხდარა), რამდენად რეალისტურს გახდის ეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას?
  • რა შეიძლება იყოს რუსეთის პასუხი?
  • რამდენად შეასუსტებს ამგვარი გადაწყვეტილება იმ სკეპტიკოსების პოზიციებს, რომლებიც ხშირად მიუთითებენ მოუგვარებელ კონფლიქტებზე, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორზე?
, , , , , , , ,