19/07/2023 GIP

მრგვალი მაგიდის დისკუსია – “საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი”

18 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), საფრანგეთის ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრთან CIFE-ესთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (TSU) თანამშრომლობით, უმასპინძლა მრგვალი მაგიდის დისკუსიას თემაზე “საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.”

დისკუსია გაიმართა შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2023-ის ფარგლებში, რომელიც თბილისში 13-19 ივლისს ჩატარდა, თემაზე – შავი ზღვის რეგიონის ცვალებადი გეოპოლიტიკა. საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობას იღებდა პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების 29 სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი საქართველოდან, ასევე, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ხვდებოდნენ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რათა მათთან ერთად ემსჯელათ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიმართულებით.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის ყველა ასპექტი, მათ შორის წევრობის პერსპექტივები და წინსვლისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები. ღონისძიების მომხსენებლებმა, ასევე, განხილეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების საერთო მიდგომა შემდგომი გაფართოებასთან დაკავშირებით. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკურმა ოფიცერმა, ოლიკო შერმადინმა წარმოადგინა ევროკავშირის პერსპექტივა, ხოლო არკადიუშ ლეგიეჩმა, ნატოს სამხრეთ კავკასიის სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკურმა ოფიცერმა საქართველოში, განიხილა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი ნატოს პერსპექტივიდან. დისკუსიას უძღვებოდა დოქტ. დესპინა აფენტიული (საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი, ათენი, საბერძნეთი).

დისკუსია ფოკუსირებული იყო შემდეგ საკითხებზე:

  • უსაფრთხოება, როგორც პრიორიტეტი შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე;
  • ნატოსა და ევროკავშირის რეაგირების გაანალიზება რეგიონულ ჭრილში – დამატებითი მხარდაჭერა, პოლიტიკური და თავდაცვითი თანამშრომლობა;
  • წევრობის პერსპექტივები: რუსეთ-უკრაინის ომმა ხელი შეუწყო აღნიშნულ პროცესს თუ პირიქით, გაართულა?
  • წევრობის ალტერნატივები რეგიონის ქვეყნებისთვის.

მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (PDD) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში მედეგობის წინაშე არსებული რისკების აღმოჩენა და შერბილება“ ფარგლებში.

, , , , , , ,