16/11/2023 GIP

სტრატეგიული გზაჯვარედინი თუ საფრთხის წყარო? ევროკავშირის ჩართულობის შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონში

13 ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით, მორიგი საჯარო დისკუსია გამართა. “KAS-GIP საგარეო პოლიტიკის საუბრების” რიგით მეოთხე შეხვედრამ შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის სტრატეგიული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ დისკუსიისთვის ძლიერი პლატფორმა შექმნა.

შავ ზღვას, როგორც სასიცოცხლო გზაჯვარედინს, რომელიც ევროპას აკავშირებს კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთთან, დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. ბოლო წლებში შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესდა, რისი მიზეზიც რუსეთის აგრესიული ქმედებები გახდა, მათ შორის უკრაინაში, 2022 წლის თებერვლიდან. დისკუსიის მიზანი აღნინულ გამოწვევებზე მსჯელობა და რეგიონში ევროკავშირის განახლებული სტრატეგიული ხედვის განხორციელების გზების იდენტიფიცირება იყო.

შეხვედრაზე პროფ. ლორ დელკურმა აუდიტორიას წარუდგინა ახალი პოლიტიკის დოკუმენტი სახელწოდებით სტრატეგიული გზაჯვარედინი თუ საფრთხის წყარო? ევროკავშირის ჩართულობის შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონში. ლორ დელკური არის ასოცირებული პროფესორი სორბონ ნუველის უნივერსიტეტში და ევროპის კოლეჯის მიწვეული პროფესორი. 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საჯარო დისკუსია შემდეგი კითხვების გარშემო:

  • რა სტრატეგიები უნდა გამოიყენოს ევროკავშირმა შავი ზღვის რეგიონში ეფექტური ჩართვისთვის?

  • რა გავლენას ახდენს საქართველოზე ევროკავშირის პოლიტიკა და პრიორიტეტები რეგიონში? როგორია თბილისი მოლოდინი ევროკავშირის ინიციატივების მიმართ, რათა გაზარდოს მდგრადობა ქვეყანაში და შავი ზღვის რეგიონში?

დისკუსიის ფარგლებში, დამწრე აუდიტორიამ და მომხსენებლებმა ერთიბლივად იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: ევროკავშირის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში ეფექტური ჩართულობის მისაღწევად; ევროკავშირის პოლიტიკის გავლენა საქართველოზე; ასევე, თბილისის მოლოდინები ევროკავშირის ინიციატივების მიმართ, ქვეყანასა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში მეტი მედეგობის მისაღწევად.

იხილეთ, ღონისძიების ფოტო ალბომი 👇

, , , , , , , , , , , ,