საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ, ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს იწვევს სემინარზე, რომელიც 2018 წლის 7 ივნისს თბილისში ჩატარდება.
ზოგადი ინფორმაცია:
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „რეგიონული ჟურნალისტების მხარდაჭერა ევროატლანტიკური საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში“. პროექტის მიზანია, დაეხმაროს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში.
ვის ვეძებთ:
- ხართ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი ან ახალგაზრდა ჟურნალისტი (მუშაობის არაუმეტეს ორწლიანი გამოცდილებით)?
- გსურთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ?
- გაქვთ თავისუფალი დღე 7 ივნისს?
რას მიიღებთ:
- ახალ ცოდნას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ნატოსა და ევროკავშირის არსი; სად დგას საქართველო და საით მიემართება ინტეგრაციის პროცესში – გამოწვევები და შესაძლებლობები;
- დაამყარებთ პირად კონტაქტებს ექსპერტებთან და საკუთარ მომავალ კოლეგებთან.
სემინარი ჩატარდება თბილისში. სემინარში მონაწილეობას მიიღებს 20-25 ახალგაზრდა ჟურნალისტი ან ჟურნალისტიკის სტუდენტი.
სემინარზე დამსწრეთათვის გაიცემა სერთიფიკატი.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, უპასუხოთ მოცემულ კითხვარს და გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected], არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა.