გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2021-07-21 10:05:32
2021-07-21 10:05:32
ტეგები:
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 7-დან 17 ივლისის ჩათვლით რიგით მე-15 ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვებს ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ოცდაშვიდმა ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტმა უპასუხა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საკვანძო პოლიტიკური მოვლენების შესახებ მათი მოსაზრებები იყოფა. პასუხები განსხვავდებოდა კითხვაზე, მიიღებს თუ არა ქართული ოცნება საკმარის ხმებს, რათა თავიდან აიცილოს რიგგარეშე არჩევნები, ასევე, არის თუ არა გიორგი გახარია თავის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე. მეორე მხრივ, რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა 2021 წლის 5 ივლისის ღირსების მარშის დროს მომხდარ ძალადობას მთავრობის პასუხისმგებლობად მიიჩნევს.