განაცხადების მიღება: სემინარი ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ, ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს იწვევს სემინარზე, რომელიც 2018 წლის 7 ივნისს თბილისში ჩატარდება.

ზოგადი ინფორმაცია:

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „რეგიონული ჟურნალისტების მხარდაჭერა ევროატლანტიკური საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში“. პროექტის მიზანია, დაეხმაროს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში.

ვის ვეძებთ:

  • ხართ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი ან ახალგაზრდა ჟურნალისტი (მუშაობის არაუმეტეს ორწლიანი გამოცდილებით)?
  • გსურთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ?
  • გაქვთ თავისუფალი დღე 7 ივნისს?

 

რას მიიღებთ:

  • ახალ ცოდნას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ნატოსა და ევროკავშირის არსი; სად დგას საქართველო და საით მიემართება ინტეგრაციის პროცესში – გამოწვევები და შესაძლებლობები;
  • დაამყარებთ პირად კონტაქტებს ექსპერტებთან და საკუთარ მომავალ კოლეგებთან.

 

სემინარი ჩატარდება თბილისში. სემინარში მონაწილეობას მიიღებს 20-25 ახალგაზრდა ჟურნალისტი ან ჟურნალისტიკის სტუდენტი.

სემინარზე დამსწრეთათვის გაიცემა სერთიფიკატი.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, უპასუხოთ მოცემულ კითხვარს და გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: info@gip.ge, არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა.

Related Posts