09/02/2022 keta

მრგვალი მაგიდის ფორმატის ონლაინ დისკუსია – როგორ განვსაზღვროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები უკრაინის კრიზისის ფონზე?

8 თებერვალს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის ონლაინ დისკუსია თემაზე – როგორ განვსაზღვროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები უკრაინის კრიზისის ფონზე?

მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე:

  • რა გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოს უკრაინის კრიზისი?
  • როგორ შეიძლება აიხსნას, რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ოფიციალური თბილისის შედარებით დაბალი საგარეო პოლიტიკური აქტივობა და როგორი გავლენა ექნება აღნიშნულ ფაქტორს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე?
  • როგორ აღიქვამენ ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური აქტორები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს?

მრგვალი მაგიდის დისკუსიას მოდერაცია გაუწია ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) აღმასრულებელმა დირექტორმა. 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრმა, ნონა მამულაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”; პოლიტიკური მოძრაობა “დროას” დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ; ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფ. სტივენ ჯონსმა და “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ.

ღონისძიების დღის წესრიგი

 

, , , , ,