18/02/2022 keta

ონლაინ დისკუსია თემაზე “პანდემიის მართვის გამოწვევები საქართველოში”

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, 17 თებერვალს გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე – პანდემიის მართვის გამოწვევები საქართველოში.

შეხვედრის ფარგლებში GIP-ის მკვლევარებმა, ბიძინა ლებანიძემ და სალომე კანდელაკმა ღონისძიების დამსწრეებს წარუდგინეს აღნიშნული თემატიკისადმი მიძღვნილი პოლიტიკის დოკუმენტი – “წარმატებიდან მარცხამდე: რატომ განიცადა საქართველომ კრახი პანდემიასთან ბრძოლაში?”

დოკუმენტის პრეზენტაციის შემდეგ ონლაინ დისკუსიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ჩაერთვნენ: ხათუნა ხაზაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თენგიზ ვერულავა, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დამსწრე აუდიტორიას საშუალება  ჰქონდა  მიეღო პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

დისკუსია გაიმართა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება GIP-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებას მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით. ამჟამად, პროექტის ფარგლებში უკვე მესამედ ხორციელდება „მომავალ ლიდერთა სკოლა“ (ELS), რომელიც სამ ძირითად მიზანს ემსახურება: ცნობიერების ამაღლება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიის შესახებ; მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და სოციალური და პოლიტიკური ჩართულობის წახალისება.

შეხვედრა არის “სივრცე დისკუსიისთვის” (SfD) ციკლის ნაწილი, რომელიც რეგულარულად ჩატარდება პროექტის განმავლობაში.

დღის წესრიგი

 

, , , , , , ,