2022 წლის 5 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ვირტუალური მრგვალი მაგიდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ – მეგობრობის 30 წელი.
ღონისძიება მიეძღვნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.
მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსიის გარშემო შეიკრიბნენ ისეთი გამორჩეული მომხსენებლები, როგორებიც არიან: ელჩი კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ბელორუსის რესპუბლიკაში 1994-1997 წლებში და საქართველოში 1998-2001 წლებში); ელჩი მეთიუ ბრაიზა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე და თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბის დირექტორი აშშ-ს თურქეთთან, კვიპროსთან, საბერძნეთთან, ცენტრალურ აზიასთან და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში; პროფ. ს. ნილ მაკფარლეინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; დოქტორი ლინკოლნ მიტჩელი, საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლა, კოლუმბიის უნივერსიტეტი.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის მთავარი ასპექტები, მოვლენები და შედეგები. Შეხვედრის განმავლობაში გამოითქვა შეხედულებები იმის თაობაზე თუ რა მიმართულებით ვითარდება შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა და როგორია სამომავლო პერსპექტივები.
Მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფარგლებში Მომხსენებლებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს:
- რა იყო მთავარი ეტაპები და მიღწევები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში?
- რა არის ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები, რასაც რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები უქმნის ამ პარტნიორობას?
- რა შეიძლება იყოს ახალი ინიციატივები და პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის?
აქტიური და ნაყოფიერი დისკუსიის შემდეგ, ვირტუალური მრგვალი მაგიდის მოდერატორმა, დოქტორმა მამუკა წერეთელმა (კოლუმბიის ოლქი, აშშ, ცენტრალური აზიისა-კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის სწავლების პროგრამის ერთობლივი ცენტრის უფროსი მკვლევარი; კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი) გამოთქვა სურვილი კიდევ ერთხელ გაიმართოს მსგავსი მრგვალი მაგიდა, რომელიც ფოკუსირებული იქნება აშშ-საქართველოს ურთიერთობის სპეციფიკურ საკითხებზე, რომელში მონაწილეობის სურვილი დისკუსიის მომხსენებლებმაც გამოთქვეს.