Authors

24/12/2021 ბიძინა ლებანიძე

წარმატებიდან მარცხამდე: რატომ განიცადა საქართველომ კრახი პანდემიასთან ბრძოლაში?

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2021-12-24 23:48:45

სალომე კანდელაკი, ბიძინა ლებანიძე

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია მიზეზები, თუ რატომ ვერ შეძლო საქართველომ ეფექტურად გამკლავებოდა COVID-19-ის პანდემიას. მასში წამოყენებულია მოსაზრება, რომ საქართველომ გამოავლინა როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი მედეგობის დაბალი დონე, რამაც ძირი გამოუთხარა პანდემიის მართვის უნარიანობას. სახელმწიფო დონეზე, შეზღუდულმა რესურსებმა, სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ, პოლიტიკურმა რადიკალიზაციამ და პოლიტიკური აქტორების ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურმა დღის წესრიგმა პანდემიის ეპიდემიოლოგიური კუთხით კატასტროფულად წარუმატებელი მართვა გამოიწვია. თავის მხრივ, საზოგადოებრივი მედეგობა დააზარალა მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებულმა სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ ვაქცინაციის მიმართ, რაზეც, მართლმადიდებელი ეკლესიის ორაზროვანი პოზიციის გარდა, გავლენას ახდენდა საზოგადოების მხრიდან ნდობის დაბალი დონე, პოლარიზებული მედია და მოქალაქეთა არასაკმარისად განვითარებული უნარები ციფრული წიგნიერების მხრივ. მიუხედავად შიდა მომზადებულობის დაბალი დონისა, საერთაშორისო საზოგადოებამ მოახერხა გარკვეულწილად ხელი შეეწყო პანდემიის მიმართ საქართველოს მედეგობისთვის, COVID-19-ის ვაქცინების საგრძნობი ნაწილის მიწოდებისა და საქართველოს ეკონომიკური გაჯანსაღების და COVID-19-ის უარყოფითი გავლენების საწინააღმდეგო სოციალური უსაფრთხოების ბადის მხარდაჭერის გზით.

აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტში:

  • სახელმწიფოს მედეგობა COVID-19-ის წინააღმდეგ
  • საზოგადოებრივი მედეგობა COVID-19-ის წინააღმდეგ

საკვანძო სიტყვები: COVID-19, საქართველო, ვაქცინაცია, მედეგობა, მართლმადიდებელი ეკლესია

პოლიტიკის დოკუმენტი #28 |იანვარი 2022

, , ,