4-5 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) 2022 გაიხსნა!
ELS2022 აერთიანებს ოცდახუთ აქტიურ, ცვლილებებზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომლებმაც შერჩევის საკმაოდ კონკურენტული ეტაპები გაიარეს. მათ მომავალი ექვსი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, მოწვეული ექსპერტებისგან მიიღონ ცოდნა მათთვის საინტერესო პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების შესახებ. მონაწილეები, ასევე, შეძლებენ ჩაერთონ არაფორმალურ დისკუსიებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, წარმოაჩინონ თავიანთი ხედვები და მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში.
ELS 2022-ის გახსნის ღონისძიება გაცნობითი ხასიათის აქტივობებით დაწყო და ამ ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ ტრენინგებში:
- სამოქალაქო საზოგადოება: არსი და საჭიროება – ტრენერი დავით აფრასიძე;
- NATO საქართველოს ურთიერთობები და უსაფრთხოების გამოწვევები – ტრენერი შალვა ძებისაშვილი.
პროექტი „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ჩართულობის წახალისებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.