GIP
  • ჩვენ შესახებ
        • GIP-ის შესახებ
        • მრჩეველთა საბჭო
        • გამგეობა
        • ჩვენი გუნდი
        • Წლიური ანგარიშები
        • GIP მედიაში
        • ვაკანსიები
        • სტაჟირება
        • დონორები
        • პარტნიორები
        • ტენდერები
  • პუბლიკაციები
        • სერიები
        • პოლიტიკის ნარკვევები & დოკუმენტები
        • პოლიტიკის მემორანდუმი
        • ბლოგი
        • თვალსაზრისი
        • კვლევითი ნაშრომი
        • ექსპერტთა კომენტარი
        • ინტერვიუ ექსპერტთან
        • ექსპერტთა გამოკითხვა
        • წიგნები და კრებული
        • ანგარიშები
        • ახალგაზრდები – პუბლიკაციები
        • ახალგაზრდები – ბლოგები
        • თემები
        • საგარეო პოლიტიკა , თავდაცვა და უსაფრთხოება
        • საქართველო და ევროკავშირი
        • დემოკრატიზაცია და საშინაო პოლიტიკა
        • რეგიონული საკითხები
  • სიახლეები
  • პროექტები
  • GEODEM
  • ELS
        • ELS სიახლეები
        • ELS ბლოგები
        • ELS პუბლიკაციები
  • EN
  • ჩვენ შესახებ
        • GIP-ის შესახებ
        • მრჩეველთა საბჭო
        • გამგეობა
        • ჩვენი გუნდი
        • Წლიური ანგარიშები
        • GIP მედიაში
        • ვაკანსიები
        • სტაჟირება
        • დონორები
        • პარტნიორები
        • ტენდერები
  • პუბლიკაციები
        • სერიები
        • პოლიტიკის ნარკვევები & დოკუმენტები
        • პოლიტიკის მემორანდუმი
        • ბლოგი
        • თვალსაზრისი
        • კვლევითი ნაშრომი
        • ექსპერტთა კომენტარი
        • ინტერვიუ ექსპერტთან
        • ექსპერტთა გამოკითხვა
        • წიგნები და კრებული
        • ანგარიშები
        • ახალგაზრდები – პუბლიკაციები
        • ახალგაზრდები – ბლოგები
        • თემები
        • საგარეო პოლიტიკა , თავდაცვა და უსაფრთხოება
        • საქართველო და ევროკავშირი
        • დემოკრატიზაცია და საშინაო პოლიტიკა
        • რეგიონული საკითხები
  • სიახლეები
  • პროექტები
  • GEODEM
  • ELS
        • ELS სიახლეები
        • ELS ბლოგები
        • ELS პუბლიკაციები
  • EN
09 ოქტ 2021
keta სიახლეები
09/10/2021 keta

GEOYOUTH2021-ის ფარგლებში დაფინანსებული ოთხი პროექტი ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობის წახალისებას მიეძღვნა

  • Views
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Subscribe

Join our list

Subscribe to our mailing list and get interesting stuff and updates to your email inbox.

Thank you for subscribing.

Something went wrong.

We respect your privacy and take protecting it seriously

1,643

პროექტ #GEOYOUTH2021-ის ფარგლებში გაცემული გრანტებით რვა ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რვა ქვე-პროექტი განახორციელა. 

მათგან ოთხი პროექტი მიზანად ისახავდა ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობის წახალისებას და განხორციელდა თბილისსა და ბათუმში, ხულოში, მარნეულსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ მუნიციპალიტეტში.

“იაქტიურე, შენზეა!”

📍 ბათუმი და თბილისი

🎯 პროექტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდა პოლიტიკურ პროცესებსა და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობის შესახებ. ასევე, ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კომუნიკაციის გააქტიურება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა. 

პროექტის ფარგლებში ორმოცდაათი მონაწილესათვის ჩატარდა სემინარები თემებზე ადამიანის უფლებების დაცვა სამოქალაქო აქტივიზმის გზით და  აქტივიზმის როლი. განხორციელდა ექვსი Facebook ჩართვა პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

პროექტის შედეგად, წინაასარჩევნოდ, ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეიქმნა კომუნიკაციის შესაძლებლობა, გაიზარდა პოლიტიკური პროცესებისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ინფორმირებული სამიზნე ახალგაზრდების რაოდენობა, პროექტის შედეგად ახალგაზრდებისთვის შეიქმნა პლატფორმა წინასაარჩევნო პროგრამასა და ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ საუბრისთვის და  კითხვა-პასუხებისთვის. თითოეული ფეისბუქ ლაივ დისკუსია ნახა სულ მცირე 1000 ადამიანმა.

პროექტი განხორციელდა „განათლებისა და განვითარების სივრცემ“, რომელიც არის ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია და მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას სოციალური, საგანმანათლებლო და პროფესიული კუთხით, ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. ორგანიზაციის დამფუძნებელი არის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ბენეფიციარი, რომელიც ხორციელდება GIP-ის მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და CRRC საქართველოსთან პარტნიორობით.

“შუქურა ახალგაზრდებისთვის”

📍 ხულოს მუნიციპალიტეტი, აჭარა. 

🎯 პროექტი მიზანად ისახავდა ხულოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, იმისთვის, რომ მათ შეძლებოდათ რეალური ნაბიჯების გადადგმა სთემო პრობლემების აღმოსაფხვრელად. პროექტის გუნდმა მონაწილეებს მიაწოდა თეორიული ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე და როგორ შეიძლება შენი აქტიურობით გამოიწვიო სასიკეთო ცვლილებები. ამის შემდეგ, პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ აღნიშნული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ, მცირე პროექტების განხორციელების გზით.  

პროექტი მოიცავდა ისეთ აქტივობებს როგორიცაა სიმულაციური თამაშები, პრაქტიკა ხულოს მერიის სხვადასვა დეპარტამენტებში, ტრენინგი პროექტის წერაში და სხვა. დასკვნით ეტაპზე, მონაწილეები დაიწყვნენ სამ ჯგუფად და თითოეულმა ჯგუფმა შეადგინა საპროექტო განაცხადები. ერთერთ ჯგუფს გადაეცა მცირე გრანტი სოფელ ღურტაში თანამედროვე ბიბლიოთეკის მოსაწყობად. 

“ეთნიკური სტერეოტიპები, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და კარიერული წინსვლა ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებში”

📍 პროექტი ჩატარდა მარნეულსა და თბილისში და განვითარდა ორი ძირითადი მიმართულებით: კვლევა და ტრენინგები.

🎯 კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს ეთნიკური სტერეოტიპები განათლების ხელმისაწვდომობასა და კარიერულ წინსვლაზე ეთნიკურად აზერბაჯანელ ახალგაზრდებში. მიზნის მისაღწევად საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოყენებულ იქნა სამაგიდე კვლევა, თვისებრივი კვლევის მეთოდები – ფოკუს-ჯგუფი და ექსპერტული ინტერვიუ. გამოვლინდა სქესთაშორისი განსხვავებები, ახალგაზრდების დამოკიდებულებები განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და კარიერული წინსვლის კუთხით, მოხდა მექანიზმების იდენტიფიცირება, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ეთნიკური სტერეოტიპების დაძლევა. აღნიშნული კვლევა შემდგომში მომზადდება საერთაშორისო რეფერირებად, აკადემიურ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.

ამასთან ერთად, ჩატარდა 3 ონლაინ და ერთი Live ტრენინგი, რომელთა მიზანი იყო ეთიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება კვლევის შედეგად გამოკვეთილ საკვანძო გამოწვევებთან დაკავშირებით. ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრისას სიღრმისეულად იყო განხილული აღნიშნული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები, საზოგადოებისთვის შესათავაზებლად.

“ახალგაზრდების მონაწილეობა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში” 

📍 პროექტი განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, მოიცვა ზუგდიდის, წალენჯიხის, ხობის, სენაკის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები.

🎯 პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების მონაწილეობის ზრდას საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში. პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას და მათი ჩართულობის ზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ხუთი ონლაინ ტრენინგი თემებზე: წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების სტანდარტები; ადვოკატირება; პოლიტიკური იდეოლოგიები; ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები; არჩევნები და დემოკრატია. გარდა ამისა, ჩატარდა ორი საჯარო დისკუსია სამეგრელოს შვიდ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის თემაზე „ახალგაზრდული პოლიტიკა“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში შეიქმნა თემატური ვიდეო კლიპი ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რამაც წაახალისა ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობა.

პროექტი #GEOYOUTH2021 ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ (GIP) გერმანულ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი წარმოადგენს #GEOYOUTH2020-ის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც, 150-ზე მეტი ახალგაზრდის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და მთიანი რეგიონების წარმომადგენლების მიერ, შემუშავდა ახალგაზრდული მანიფესტი. დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გამოკვეთს გამოწვევებს ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის შესახებ და სთავაზობს საზოგადოებას მათი გადაჭრის გზებს. 

პროექტი დაფინანსებულია გერმნიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ.

 

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on LinkedIn (Opens in new window) LinkedIn
  • More
  • Click to print (Opens in new window) Print
  • Click to share on Reddit (Opens in new window) Reddit
  • Click to share on Tumblr (Opens in new window) Tumblr
  • Click to share on Pinterest (Opens in new window) Pinterest
  • Click to share on Pocket (Opens in new window) Pocket
  • Click to share on Telegram (Opens in new window) Telegram
  • Click to share on WhatsApp (Opens in new window) WhatsApp
civic engagement, GEOYOUTH2021, GIP4Youth, სამოქალაქო ჩართულობა
  • პუბლიკაციები

    ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმი საქართველოში 08/06/2023
  • Related News

    #YouthforAction – ELS კურსდამთავრებულთა მცირე გრანტის გამარჯვებულები 27/10/2022
    მესამე და მეოთხე სამუშაო თემატური ჯგუფების (WGs) 2021-2022 შეხვედრა 19/10/2021
    პროექტი “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” დასრულდა 19/06/2023
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

    კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია
  • დაგვიკავშირდით

    • 13 ალექსანდრე პუშკინის ქუჩა, 0107
      საქართველო, თბილისი

  • -

    • 595 045 144
    • info@gip.ge
© Georgian Institute of Politics