რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს განახორციელა, რაც 2014 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის შედეგია. რუსეთის უკრაინაში შეჭრა ყველაზე დიდი სამხედრო აგრესიაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც ევროპაში, სუვერენულ სახელმწიფოზე განხორციელდა. ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა ქვეყანა და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ ისევ სამშობლოში რჩება და იბრძვის. ჩვენი ანალიტიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან და აფასებენ განვითარებულ მოვლენებს.