2022 წლის 18 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, სამუშაო ჯგუფის (WG) „ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ წევრებმა ზუგდიდის ახალგაზრდული ფორუმი 2022 გამართეს. ფორუმმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან 150-ზე მეტი ახალგაზრდა შეკრიბა. ფორუმს დაესწრნენ ახალგაზრდები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდანაც, იმისთვის რომ რეგიონში მათ წინაშე არსებული ყველაზე აქტუალური საკითხები განეხილათ.
ფორუმის მთავარი მიზანი იყო სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდული აქტივიზმის ხელშეწყობა და, ასევე, მათთვის სივრცის დათმობა, თავისუფალი მსჯელობისა და ადვოკატირებისთვის ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდებზე ორიენტირებული მეგობრული პოლიტიკის შესამუშავება და მათთვის სასურველი ცვლილებების განხორციელება.
პანელური დისკუსიების ფარგლებში GIP-ის წარმომადგენლებმა თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ამავე ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის დასკვნები განიხილეს. დოკუმენტში გაანალიზებულია ის გამოწვევები, რომელსაც სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები აწყდებიან. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა პოლიტიკის დოკუმენტში “ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში: რა უნდათ ახალგაზრდებს?” თავთავიანთი მუნიციპალიტეტის რეალობა გაანალიზეს და არსებული პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები შეისწავლეს.
სამუშაო ჯგუფები შეიქმნა მომავალ ლიდერთა სკოლის, ELS-ის კურსდამთავრებულების მიერ, რათა ხელი შეუწყონ ახალგაზრდებზე ორიენტირებულ ცვლილებას შერჩეულ პოლიტიკის სფეროებში. შეხვედრა გაიმართა პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით.