26 სექტემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – უკრაინაში რუსეთის შეჭრის გავლენა შავი ზღვის ფართო უსაფრთხოებაზე: საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება პაველ ჰერჩინსკიმ.
საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკის მკვლევარებმა საქართველოდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. შეხვედრას მოდერაცია გაუწია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დისკუსიის ფარგლებში მკვლევარებმა ერთობლივად წარადგინეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, კავკასიის პოლიტიკის ანალიზის ცენტრისა და საგარეო პოლიტიკის საბჭო – უკრაინული პრიზმას მიერ მომზადებული ერთობლივი პოლიტიკის დოკუმენტი: “უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გავლენა შავი ზღვის ფართო უსაფრთხოებაზე: საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი.“
აღნიშნული დოკუმენტი პროექტ Black Sea Trust for Regional Cooperation-ის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
დისკუსია ფოკუსირებული იყო შემდეგ კითხვებზე:
- როგორ აღიქვამენ პოლიტიკური ელიტები და ექსპერტები საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილ გამოწვევებს?
- როგორ შეიძლება უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შეცვალოს ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება?
- რა გაკვეთილები ისწავლეს საქართველოსა და აზერბაიჯანში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ?
- რა შეიძლება იყოს საუკეთესო სტრატეგია უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მისაღებად?