პრეზენტაცია – “სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ”

 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან ერთად (HBF) მოაწყო სტატიების სერიის პრეზენტაცია თემაზე – “სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ.” ნაშრომის ავტორები პროექტის, „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შეირჩნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებების საკითხებზე დისკუსიის გაძლიერებასა და, ასევე, სამომავლო პოლიტიკური შესაძლებლობების განხილვას რეგიონს, გერმანიასა და ევროკავშირის დაინტერესებულ მხარეებს შორის. პროექტი „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში“ გულისხმობდა აღნიშნულ რეგიონში არსებული ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების საკითხების შეფასებას.

ამასთან, ისეთი რეგიონალური აქტორების როლის ჩათვლით, როგორებიცაა თურქეთი, რუსეთი და ირანი. ამ პროექტით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან ერთად ხელი შეუწყო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ ინფორმირებული პოლიტიკის მიდგომის შემუშავებას და ასევე, განავითარა გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე მსჯელობისა და დებატების კულტურა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა მკვლევარმა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. ავტორებმა წარადგინეს თავიანთი ნაშრომების ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც მათ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მთავრობებს, ასევე, ევროკავშირსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა. მათ მოკლედ შეაფასეს პრეზენტაციები, განიხილეს რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენები და მათი გავლენა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობაზე; ასევე, დამსწრეებმა ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონში არსებობს ახალი პოტენციური კონფიგურაციის გამო.

ღონისძიებაზე სტატიების ავტორებმა პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს:

  • რამდენად რეალურია სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის გეოპოლიტიკურ/ უსაფრთხოების აქტორად ჩართვის მოლოდინი?
  • როგორ შეიძლება აიხსნას ბერლინისა და ბრიუსელის პასიურობა მთიანი ყარაბაღის ომის დროს და რა არის მათი ინტერესები და პოლიტიკის წარმოების ვარიანტები ახლა?
  • რატომ და როგორ მოქმედებს რუსული და ჩინური ვაქცინის დიპლომატია სამხრეთ კავკასიის საჯარო დისკურსზე?
  • როგორ ცვლის მთიანი ყარაბაღის ომის დასრულება აზერბაიჯანის პოლიტიკურ დისკურსებს?
  • როგორ იმოქმედებს ერევანი-ნახიჩევანი-ბაქოს რკინიგზის ხელახალი გახსნა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე რეგიონში?

 

პრეზენტაციის დღის წესრიგი 

"Passion Leads to Design, Design Leads to Performance,
Performance Leads to success!"

United Themes™
, , , , ,