13 აპრილს გაიხსნა პარტიული პოლიტიკის სკოლა ქალი პოლიტიკოსებისთვის, რომელიც განხორციელდება პროექტის ფარგლებში სახელად “მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის.” პროექტი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებითა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, და მიზნად ისახავს ღირებულებებსა და პარტიათა შორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობას ქვეყანაში.
აღნიშნული ინიციატივა თავს უყრის 20-ზე მეტ ქალ პოლიტიკოსს 13 პოლიტიკური პარტიიდან და 10-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი იმუშავებს პარტიების ქალ წევრებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკური კულტურის და ქალი პოლიტიკოსების შესაძლებლობების შესახებ სადისკუსიო პლატფორმის შექმნას, საველე კვლევითი სამუშაოების განხორციელებას რეგიონებში და ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერას მათი უნარების გაზრდის თვალსაზრისით ამომრჩეველთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებისას.
შეხვედრა გახსნა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, ჰაიდი გრაუმ და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ. დისკუსია გაგრძელდა ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, დავით აფრასიძის დისკუსიით თემაზე ქალთა მონაწილეობის დადებითი გავლენა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე.
„პარტიული პოლიტიკის სკოლა ქალი პოლიტიკოსებისთვის“ ორგანიზებულია პროექტის – „მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.