სამუშაო თემატურმა ჯგუფმა “ახალგაზრდების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში” ადოკატირების კამპანია დაიწყო. 10-11 მაისს, სამუშაო თემატური ჯგუფის წევრები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. Მათ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საგანმანათლებლო და ეკონომიკური სიკეთეების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ახალგაზრდებს სთავაზობს, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებებით.
თემატური Სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეკრებილ სტუდენტებს მათ მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგები გააცნეს, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებელობების ათვისების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს ეხება. გარდა პრეზენტაციისა, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა ევროკავშირის საგრანტო ინიციატივის შესახებაც.
თელავის უნივერსიტეტში გამართულ Შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო. აღნიშნული Სამუშაო თემატური ჯგუფი, ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, გეგმავს მცირე ზომის საინფორმაციო ვიდეოების მომზადებას და განთავსებას სოციალური ქსელში. აღნიშნული ვიდეოების საშუალებით, ფართო აუდიტორია მიიღებს ინფორმაციას ევროკავშირის მიერ ახალაგზრდებისთვის მიცემულ საინტერესოშესაძლებლობებზე,, მათ შორის საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებზე.
სამუშაო თემატური ჯგუფების ინიციატივა ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობას საქართველოში” ფარგლებში, USAID Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.