22/04/2024 GIP

საჯარო დისკუსია – მედიის პოლარიზაციის მიზეზები და შედეგები საქართველოში და ვიშეგრადის ქვეყნებში

15 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია სახელწოდებით „მედიის პოლარიზაციის მიზეზები და შედეგები საქართველოში და ვიშეგრადის ქვეყნებში.“ ღონისძიება განხორციელდა პროექტის „მედიის პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა საქართველოში და ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში. შემაჯამებელ დისკუსიაზე მკვლევარებმა საქართველოდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან წარმოადგინეს დასკვნები ერთობლივი ანგარიშიდან მედიის პოლარიზაციის შესახებ საქართველოში და V4 ქვეყნებში. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.

დისკუსიაზე მსჯელობა წარიმართა პოლარიზაციის გარშემო, რომელმაც შეცვალა მედია ლანდშაფტი და პოლიტიკური ძალის ურთიერთობები საქართველოში და ვიშეგრადის აღნიშნულ ქვეყნებში – ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. დღესდღეობით, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკური საკითხებიც შეიძლება განიხილებოდეს მაპოლარიზებულ ფაქტორებად. ამგვარ პოლარიზებულ გარემოში ამომრჩევლისთვის განსაკუთრებით რთული გახდა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება არჩევნებზე.

შეხვედრის ფარგლებში პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებს:

  • საქართველოსა და V4 ქვეყნების მედია ექსპერტებისა და ჟურნალისტების აღქმის მიხედვით, რამდენად ზრდის საშინაო და გარე ფაქტორები პოლარიზაციის დონეს?
  • რა ურთიერთმიმართებაა პოლიტიკურ და მედია პოლარიზაციას შორის საქართველოსა და V4 ქვეყნებში?
  • რა არის ეფექტური ინსტრუმენტები მედია პოლარიზაციის შესამცირებლად?
  • როგორ შეუძლია მედიას დადებითი როლი ითამაშოს ამომრჩევლების ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში?
  • როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ეფექტურად დაუპირისპირდეს „უცხოური აგენტების“ კანონებით გამოწვეულ სტიგმატიზაციას, როგორც ეს არის უნგრეთში, სლოვაკეთში და საქართველოში?

დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რენატა სკარჯუტე-კერესელიძე. ღონისძიებაზე ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი შეხდულებები და გამოცდილება მედია პოლარიზაციასთან დაკავშირებით: დოქტ. ვაცლავ შტეტკა, Loughborough University-ის შედარებითი პოლიტიკური კომუნიკაციების მკითხველი; სალომე კანდელაკი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტის მენეჯერი და პოლიტიკის ანალიტიკოსი; იან ცინგელი, სტრატეგიული ანალიზის Think Tank-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი; მილოშ გრეგორი, დოქტორი, მასარიკის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი; ისტვან ჰეგედუსი, უნგრეთის ევროპის საზოგადოების თავმჯდომარე; ერიკ უშკევიჩი, უნგრეთის ევროპის საზოგადოების იურისტი და ვიცე-თავმჯდომარე; კატარზინა ჩიმიაკი, ევროპისა და მიგრაციის პოლიტიკის პროგრამის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (IPA) ანალიტიკოსი და პროექტის კოორდინატორი.

პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით. და  ასევე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ფონდის მისიას ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების წინსვლა წარმოადგენს.

 

, , , , , , , , , , , , , , , ,