ღონისძიება შეეხო რეგიონში აქტუალურ საკვანძო საკითხებს, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ სომხების ყარაბაღიდან განდევნას, ჰუმანიტარულ კრიზისსა და აღნიშნული პროცესის გავლენას რეგიონზე. დისკუსიის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს თუ რა პერსპექტივები აქვს მშვიდობიან თანაცხოვრებასა და დემოკრატიას რეგიონში, რომელ რეგიონულ და საერთაშორისო აქტორებს შეუძლიათ საუკეთესოდ უზრუნველყონ რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და უსაფრთოხების ხელშეწყობა.
სფეროს ექსპერტებმა და პროექტის, „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში,“ მონაწილე ახალგაზრდა მკვლევარებმი ერთობლივად იმსჯელეს აღნიშნულ კითხვებზე და გამოწვევების გადაჭრის თავიანთი პერსპექტივებიც წარმოადგინეს.
საჯარო დისკუსია ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფინანსური მხარდაჭერით.
ფოტო გალერეა 👇