01/02/2024 GIP

განაცხადების მიღება: საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასწავლო კურსი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა( GIP)  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობით პროექტის „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, საჯარო პოლიტიკის ანალიზის ტრენინგ-კურსზე აპლიკანტების განაცხადების მიღება დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებს, მკვლევრებს და პოლიტიკის პროფესიონალებს შორის საჯარო პოლიტიკის შესახებ ცნობიერების გაზრდას მათი ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების საჯარო პოლიტიკის უფრო ღრმა ცოდნითა და ანალიზის ინსტრუმენტებით აღჭურვის მიზნით, GIP დააფუძნებს საჯარო პოლიტიკის ანალიზის ე.წ. „ჰაბს.“ ეს იქნება განათლებისა და გამოცდილების მიღების სივრცე, თანატოლებთან, ექსპერტებთან და აკადემიკოსებთან დაახლოების საშუალება და კარგი მმართველობის, საჯარო ადმინისტრირების რეფორმის (PAR), გამჭვირვალობის და სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევისა და ანალიზის ცენტრი.

საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასწავლო პროგრამა მოიცავს ძლიერი მენტორობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კომპონენტსაც. შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ ევროპაში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს მათი კვლევითი პროექტების ადვოკატირებასა და განხორციელებას ადგილობრივი და საერთაშორისო მოწვეული ექსპერტების მენტორობის მხარდაჭერით.

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 25 სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2 თვიან სასწავლო კურსში. კურსი შედგება 16 თემატური თეორიული და პრაქტიკული სესიისგან. აღნიშნულ კურსებს ჩაატარებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

  • პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ შეიმუშავონ კვლევითი კონცეფციები და საუკეთესო კვლევის იდეების ავტორებსგადაეცემათ სტიპენდიები, რათა მენტორების მხარდაჭერით შეძლონ საჯარო პოლიტიკის მიმართულებით მცირე ანალიტიკურ ნაშრომებზე მუშაობა.
  • პროგრამის საუკეთესო 4-მდე მონაწილეგაემგზავრება ბრიუსელის მმართველობის სკოლაში რამდენიმე დღიან საზაფხულო სკოლაში.

კურსი მოიცავს შემდეგ თემატურ სესიებს:

  • შესავალი საჯარო პოლიტიკაში და საჯარო პოლიტიკის ანალიზი
  • კარგი მმართველობა
  • საჯარო პოლიტიკის ანალიზის კვლევის მეთოდები
  • პოლიტიკის კვლევის წერის პრაქტიკული სემინარი
  • დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა
  • გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
  • ეთიკა საჯარო სექტორში

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტები, დოქტორანტები და ახალი კურსდამთავრებულები საქართველოდან. მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.
  • ასაკი – 30 წლამდე
  • ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა
  • შესანიშნავი წერის და ანალიტიკური უნარები, ასევე კრიტიკული აზროვნება და დომინანტური ნარატივების კითხვისნიშნისქვეშ დაყენებისთვის მზაობა
  • კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • საჯარო პოლიტიკის სფეროში მუშაობის ინტერესი
  • საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული ორიგინალური საკვლევი იდეების შემუშავება, კურსში მონაწილეობის სრულყოფილად მიღებისა და ევროპაში გამგზავრებისთვის მზადყოფნა.
  • საჯარო პოლიტიკის კვლევაზე ექსპერტის მენტორობით მუშაობისა და კონსტრუქციული კრიტიკული უკუკავშირის მიმართ მზაობა და დისკუსიებში ჩართულობა.

განაცხადის გაკეთება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ შემდეგი ონლაინ განაცხადის ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/1CeTZ_tbYaPP8JkxDNeb_V5_C4wFxX5MiV9EAIkJHu7Y/edit?ts=65b03d00

 

კერძოდ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა:

  • შეავსონ ონლაინ ფორმა;
  • ატვირონ CV ინგლისურ ენაზე ამ ონლაინ ფორმის მეშვეობით;
  • ასეთის არსებობის შემთხვევაში, ატვირთონ სტატიისა ან სხვა ღირებული ნაშრომის ნიმუში, რომელიც გამოუქვეყნებიათ, ან წარადგინონ კურსის ნაშრომის სახით (ნაწერის ნიმუშის ატვირთვა სავალდებულო არაა, მაგრამ რეკომენდებულია).

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 თებერვალი

 

პროგრამის ზოგადი ვადები:

  • 20 თებერვალი: განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა
  • 1-2 მარტი: Zoom-ის ინტერვიუები შერჩეულ კანდიდატებთან
  • 5 მარტი: შეტყობინება საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებთან
  • 16 მარტი: კურსის გახსნა
  • 16 მარტი – 20 ივნისი: ტრენინგები
  • 1 მაისი: კურსის მონაწილეების მიერ საკვლევი ინიციატივების მიღება
  • 10 მაისი: საუკეთესო ინიციატივების შერჩევა და სტიპენდიების მინიჭება
  • 30 ივნისი – 10 აგვისტო: ევროპაში 3 ან 4 საუკეთესო მონაწილის გაგზავნა საჯარო პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ crash-კურსზე დასასწრებად.
  • 10 სექტემბერი – 31 ნოემბერი: 3 ან 4 შერჩეული ახალგაზრდის მიერ საჯარო პოლიტიკის ინიციატივის მენტორობის ქვეშ განხორციელება და მონაწილეობა ფართო დისკუსიებში.

 

იხილეთ ონლაინ საინფორმაციო სესია საჯარო პოლიტიკის ანალიზის კურსის შესახებ:

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,