2024-05-31 08:39:44
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 3 აპრილს უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის ხელახალა ინიცირება, ერთი წლით ადრე მასობრივი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფონზე მისი უკან გაწვევის მიუხედავად, მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო განხილვის საკითხად იქცა. კანონპროექტის ინიცირების კონტექსტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რომელიც საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების პირობასაც მოიცავს და კანონპროექტის გარშემო მიმდინარე დებატების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. კანონპროექტმა უპრეცენდენტო საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რომელიც გასცდა დედაქალაქს და მთელს ქვეყანაში გავრცელდა. თუმცა, მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი 14 მაისს, მესამე მოსმენით მაინც მიიღო და 28 მაისს პრეზიდენტის ვეტოც დაძლია.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის(GIP) თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულმა ექსპერტებმა შემდეგ კითხვებს უპასუხეს:
- რა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, ხელახლა წარედგინა აღნიშნული კანონპროექტი, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით?
- რა გავლენას მოახდენს მიღებული კანონი საქართველოს საარჩევნო ლანდშაფტზე და, ზოგადად, ქვეყანაზე?