11/10/2017 magda

ეუთოს ქსელის აკადემიური ინსტიტუტებისა და ანალიტიკური ორგანიზაციების ვორქშოფი

2017 წლის 10 ოქტომბერს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ქსელის აკადემიური ინსტიტუტებისა და ანალიტიკური ორგანიზაციების ორგანიზებით ვენაში (ავსტრიაში) ვორქშოფი მოეწყო. დისკუსია შეეხებოდა ეუთოს ეკონომიკისა და გარემოს სფეროებში ნდობის აღდგენის ზომებს. პროექტს ხელმძღვანელობდა პროფესორი შტეფან ვულფი ბირმინგემის უნივერსიტეტიდან და  ელჩი ფილიპ რემბლერი (აშშ).

ვენის დისკუსიაში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი კორნელი კაკაჩიამ და ბიძინა ლებანიძემ წარადგინეს, მათ ერთობლივად შეიმუშავეს პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც შეეხება რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაციის გავლენას საქართველოში მიმდინარე კონფლიქტზე.

, , ,