28/03/2024 GIP

ბრიფინგი – „ფრანკო-გერმანული განხეთქილება აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე: შედეგები საქართველოსთვის“

27 მარტს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ  ბრიფინგი სახელწოდებით „ფრანკო-გერმანული განხეთქილება აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე: შედეგები საქართველოსთვის.“ ბრიფინგი განხორციელდა პროექტის „საქართველოს თავსებადობის გაზრდა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“ ფარგლებში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. 

დისკუსია შეეხო აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებულ ფრანკო-გერმანულ უთანხმოებას. მას შემდეგ, რაც დასავლელი ლიდერები უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაზე, საფრანგეთმა და გერმანიამ თავიანთი მიდგომების გადაფასება დაიწყეს, ევროპის გეოპოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად და უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეას, უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, გერმანია არ ეთანხმება. გერმანია მაკრონს აღნიშნული განცხადების გამო უგუნურებაში ადანაშაულებს.

დისკუსია მიზნად ისახავდა ბერლინისა და პარიზის განსხვავებული პოზიციების შეფასებას აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ.. აგრეთვე, აღნიშნული დებატების ფარგლებში, პლატფორმა დაეთმო მსჯელობას საქართველოს შესაძლებლობებზე, იპოვოს საკუთარი ადგილი დასავლეთის ცვალებად გეოპოლიტიკაში.

 შეხვედრის ფარგლებში პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებს:

  • აღმოსავლეთ ევროპელი სტრატეგიების თვალსაზრისით, რა განსხვავებაა გერმანულ Zeitenwende-სა და ფრანგულ Europe Puissance-ს შორის?
  • რომელ ძირითად სფეროებში ვერ თანხმდებიან გერმანია და საფრანგეთი?
  • რა არის შედეგები საქართველოსთვის: ევროპის უსაფრთხოების შესახებ ევროპულ დებატებში რა ადგილი უკავია თბილისს?

დისკუსის მოდერატორი იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. კორნელი კაკაჩია. ბრიფინგში მონაწილეობდნენ მომხსენებლები, მათ შორის ESCP ბიზნეს სკოლის პროფ. მაქსიმ ლეფევრი (პარიზი) და ევროპული უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტიდან (SIPRI) ბარბარა კუნცი.

 

, , , , , , , , , ,