26/07/2024 GIP

ველობილიკების როლი და მათი ეფექტურობა ქალაქში სატრანსპორტო უჰაერობის პირობებში

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-07-26 13:48:01

ავტორი

შიო ჯაში

ბოლო ათწლეულში განხორციელებული თბილისის სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი ქალაქის ისტორიაში პირველად მოწყობილი ველობილიკებია. თუმცა, დღესდღეობით ველოინფრასტრუქტურით სარგებლობა რეფორმის ყველაზე არაპოპულარულ ელემენტად რჩება, განსხვავებით სწორედ   საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე მზარდი მომხმარებელი ჰყავს. მარტივია ე.წ. „ბას-ლეინების“ ეფექტურობის შეფასება, ხოლო რთულია – ველობილიკების. ველოინფრასტრუქტურის შექმნა ძირითად შემთხვევებში მოჰყვა ქალაქის ქუჩების მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდებოდა, რის გამოც ველობილიკის ერთიანი ქსელი დღემდე შეკრული არ არის. გარდა ამ პრობლემისა, არ არსებობს ველობილიკებისთვის გათვალისწინებული უსაფრთოხების რეგულაციები და ნორმები.  შედეგად, დაბალია მოქალაქეებში მათი პოპულარობა და ხშირად ველობილიკის არსებობა უგულებელყოფილია, როგორც ქვეითების, ისე ავტომობილის მძღოლების მიერ. დედაქალაქში კი, და არა მარტო, სატრანსპორტო გადატვირთულობისა და ჰაერის დაბინძურების მატება, რომელიც გამოწვეულია ავტომობილებზე ძლიერი დამოკიდებულებით, წარმოადგენს მწვავე გადაუჭრელ საკითხს. პოლიტიკის ნარკვევის მიზანია შეისწავლოს ველობილიკების პოტენციალი: თუ რა როლი შეიძლება ითამაშონ ქალაქში არსებული სატრანსპორტო უჰაერობის პირობებში. ამ საკითხის მოკვლევის იდეა სწორედ მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი ურბანული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით წარმოიშვა, ვინაიდან ეს ევროინტეგრაციის გზაზე ხშირად მივიწყებული, თუმცა მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ მხრივ, ველობილიკების განვითარება გადამწყვეტია. ამ საკითხზე ჩატარდა ორი ფოკუს-ჯგუფის კვლევა ველობილიკების მოხმარებაზე და შედგა ინტერვიუ ველობილიკების პოტენციალსა და გამოწვევებზე კავკასიის ველო ქსელთან, CCN -თან და ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რომელთა რეკომენდაციები მიმოხილულია ამ დოკუმენტში.

საკვანძო სიტყვები: ველობილიკი, ველოინფრასტრუქტურა, არამოტორიზებული ტრანსპორტი, ველობილიკების ქსელი, გაზიარების სერვისი, სატრანსპორტო უჰაერობა.

პოლიტიკის ნარკვევი #64 | ივლისი 2024

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP). მოცემული პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობას და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, და GIP-ის შეხედულებებს.
© Cover photo: montaguebikes.com
, , , , , ,