25/11/2024 GIP

GEO4EU ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

21-22 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებითა და  ბერლინში ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტთან (IEP) თანამშრომლობით, GEO4EU-ის პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისათვის. აღნიშნული ღონისძიება ტრენინგების სერიის პირველ სესიას წარმოადგენდა, რომლის მიზანია საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერა.

ტრენინგის ფარგლებში ხაზი გაესვა ევროპული ღირებულებებისა და ევროკავშირის სტანდარტების გააზრებისა და საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესების მონიტორინგისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელობას. ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრებს პროფესორი ადამ ლაზოვსკი (ვესტმინსტერის უნივერსიტეტი) და ვანო ჩხიკვაძე (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი) უძღვებოდნენ.

GEO4EU-ის ტრენინგების სერია მომდევნო თვეებში დაგეგმილი ორი დამატებითი სესიით გაგრძელდება. მეორე შეხვედრის თემა იქნება “ეფექტური მონიტორინგი”, ხოლო მესამე ტრენინგზე განხილული იქნება “ეფექტური ადვოკატირება”.

GEO4EU პროექტი მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ და ის ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს ჰქონდეთ შესაბამისი რესურსები და გამოცდილება, რომელიც მათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ინიციატივების აქტიურად მხარდაჭერისთვის სჭირდებათ.

ღონისძიება ორგანიზებულია ბერლინში Institut für Europäische Politik (IEP)-თან თანამშრომლობით, პროექტის „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის GEO4EU“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთისათვის, სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით.

, ,