19 დეკემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია-დისკუსია სახელწოდებით – “შეტევა სახელმწიფოზე: რუსული პროპაგანდის ბერკეტებისა და სისტემური მოწყვლადობის მაგალითები საქართველოში.”ლექცია ჩატარდა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის “ინფორმაციის მანიპულაციის გავლენის მართვა საქართველოში ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე” ფარგლებში.
დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი შალვა ძებისაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში, იმსჯელეს საგარეო ინფორმაციის მანიპულაციის საფრთხეებსა და მათ გავლენზე ეროვნულ თუ საზოგადოების ფსიქოლოგიურ მედეგობაზე. დისკუსიაზე მსჯელობა წარიმართა საქართველოს მაგალითზე, თუ როგორ ხდება დეზინფომაციასთან ბრძოლა ქვეყანაში, როგორ უმკლავდებიან მომძლავრებულ რუსულ პროპაგანდას ქვეყნის მასშტაბით, რა პრობლემებია ამ მხრივ მუნციპალურ დონეზე და რა საფრთეების უქმნის დეზინპორმაცია ქვეყნის ეროვნულ, პოლიტიკურ თუ საზოგადოების ფსიქოლოგიურ მედეგობას.