საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, 9-10 მარტს ქალაქ გორში პროექტ “ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე – “ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობისა და სერვისების შეფასების მექანიზმები.” პროექტი ხორციელდება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდაჭერით, “ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის კეთილსინდისიერებისთვის” პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
ორი დღის განმავლობაში მოწვეულმა ექსპერტებმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და ცვლილებების მართვა, მუნიციპალიტეტის კომპეტენციები და სერვისები, აღნიშნული სერვისების პრაქტიკაში დატესტვა და შეფასება. ასევე, ისაუბრეს შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევებზე, საჭიროებებსა და პრობლემებზე. მონაწილეები სხვადასხვა სიმულაციური თამაშისა თუ პრაქტიკური სავარჯიშოების მეშვეობით სიღმისეულად გაეცნენ აღნიშნულ საკითხებს.
მოწვეული ტრენერები იყვნენ ლიზა სოფრომაძე, ადგილობრივი განვითარებისა და უნარების ამაღლების კონსულტანტი და დავით ძიძიშვილი, სამართლის და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი და სიმულაციური და იმიტირებული გათამაშებების ფასილიტატორი.
მიმდინარე თვეში ანალოგიური აქტივობები გაიმართება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.