24/11/2023 GIP

საქართველოს მედეგობის რისკების შეფასება ცვალებად უსაფრთხოების გარემოში

“საქართველოს მედეგობის რისკების შეფასება ცვალებად უსაფრთხოების გარემოში” ამ თემაზე საჯარო დისკუსია 22 ნოემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართა.

რუსეთის უკრაინაში ბრუტალური შეჭრის შემდეგ, ევროპის უსაფრთხოება მკვეთრად შეირყა. აღნიშნული გამოწვევის ფონზე, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ის რისკები რაც საქართველოს წინაშეა და შემუშავდეს მათი დაძლევის მექანიზმები. ამისთვის საჭიროა საქართველოს უსაფრთხოების ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შორის აქტიური დიალოგი. საჯარო დისკუსიის მიზანი გახლდათ ნატო-საქართველოს შორის ურთიერთობის გამყარება, ეროვნული მედეგობის განმტკიცება, გლობალური, დიფუზიური და ადგილობრივი რისკების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გზებზე ერთობლივი მსჯელობა, შემდეგ კითხვებზე ფოკუსირებით:

  • რა არის საქართველოს გლობალური, ადგილობრივი და დიფუზიური რისკები ექსპერტების, სახელმწიფოს უწყებების წარმომადგენლების და საზოგადოების გადმოსახედიდან?
  • რამდენად განსხვავდება მთავრობის, ექსპერტებისა და მოსახლეობის აღქმები მედეგობის რისკების შესახებ და რა არის ამ განსხვავებულობის მიზეზი?
  • როგორ შეიძლება ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომის გამოყენება გლობალური რისკების შესახებ ეროვნული კონსენსუსის მისაღწევად და მათთან გამკლავების სტრატეგიების დასასახად?
  • როგორია NATO-ს მიდგომა რისკების შეფასებასთან მიმართებ1? ით და რამდენად ღირებული შეიძლება ეს მიდგომა იყოს საქართველოს შემთხვევაში?

ღონისძიებაზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა წარადგინა ახალი პოლიტიკის დოკუმენტი სახელწოდებით “რუსეთისგან მომავალი რისკების მართვა: გზა საქართველოსთვის მედეგობის მისაღწევად.

პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენამდე, ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის „საქართველოს მდგრადობის რისკების რუკა და შერბილება“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ნატოს სახალხო დიპლომატიის სამმართველოსა და თბილისში ბრიტანეთის საელჩოს მიერ. 

ფოტო გალერეა 👇

, , , , , , , , , , , , ,