ქალაქ ვარშავაში, იულიუშ მიეროშევსკის დიალოგის ცენტრმა უმასპინძლა დებატს სახელწოდებით “ქართული ოცნება”.
ღონისძიებაზე, რომელმაც მიმოიხილა საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური დილემები, მომხსენებლად მიწვეული იყო პროფ. კორნელი კაკაჩია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. დებატში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ვოიცეხ გორეცკმა (აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი) და სტასია ბუძისმა (რეპორტიორი). დისკუსიის განმავლობაში მომხსენებლებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს:
👉 არის თუ არა რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობები საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის მჭიდრო კონტაქტის შედეგი? თუ აღნიშნული გამოწვეულია 2008 წლის მოვლენების განმეორების შიშით?
👉 როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება ამაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე? ვინ არის ის ხალხი, ვინც უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირთან დაახლოებას ითხოვს?
👉 როგორ აღიქვამენ ქართველები ქვეყანაში რუსებს მიგრაციას 24 თებერვლის შემდეგ?
იულიუშ მიეროშევსკის დიალოგის ცენტრი პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია ხმა მიაწვდინოს პოლონელებსა და უკრაინელებს, ქართველებსა და მოლდოველებს, ასევე რუსი და ბელორუსი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც გმობს რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებებს.