24/03/2023 GIP

DGAP-ის დილის ბრიფინგი გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე

გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ (DGAP), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან (GIP) თანამშრომლობით 23 მარტს გამართა DGAP-ის დილის ბრიფინგი გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე – “მზერა დასავლეთით, სვლა აღმოსავლეთით: საქართველოს ევროპული პერსპექტივები.“

ყოველ ხუთშაბათს, დილის 8:30 საათზე, DGAP-ის კვლევითი ინსტიტუტი აერთიანებს ექსპერტებსა და მაღალი დონის სტუმრებს, რათა განიხილოს უახლესი გეოპოლიტიკური მოვლენები. ამ კვირის სესიაზე განხილული იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები. მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერისა, მთავრობამ დაამუხრუჭა თავისი პროევროპული პოზიცია და წარადგინა კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, რომელიც შეზღუდვებით ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას. DGAP-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შეაფასა საქართველოში კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და ასევე, გერმანიისა და ევროკავშირის რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

, , , , , , , , , , , , , , , ,