31/01/2022 keta

ELS-ის დღიურები 2022 – დეკემბერ-იანვრის თვეების გამოცემა

4 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) 2022 გაიხსნა!

დეკემბერსა და იანვარში, ტრენინგები შერეული ფორმატით – როგორც დისტანციური, ისე პირდაპირი შეხვედრების რეჟიმში წარიმართა და ჯამში 8 თემატური სესია მოიცვა.

  • სამოქალაქო საზოგადოება: არსი და საჭიროება – ტრენერი დავით აფრასიძე
  • NATO საქართველოს ურთიერთობები და უსაფრთხოების გამოწვევები – ტრენერი შალვა ძებისაშვილი
  • საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები – ტრენერი კონსტანტინე სულამანიძე
  • ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა – ტრენერი გიორგი სორდია
  • პოლიტიკური იდეოლოგიები – წარმოშობა და განვითარება – ტრენერი გია ნოდია
  • განათლების პოლიტიკა და მისი გამოწვევები საქართველოში – ტრენერი რევაზ აფხაზავა
  • ახალგაზრდული პოლიტიკა და ახალგაზრდების მონაწილეობა საქართველოში – ტრენერი ნინა გოგოლაძე 
  • ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპები – ტრენერი ნინო ლოლაძე.

 

ELS2022 აერთიანებს ოცდახუთ აქტიურ, ცვლილებებზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომლებმაც შერჩევის საკმაოდ კონკურენტული ეტაპები გაიარეს. “მომავალ ლიდერთა სკოლის” მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, მოწვეული ექსპერტებისგან მიიღონ ცოდნა მათთვის საინტერესო პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების შესახებ. ტრენინგებში მონაწილეობის გარდა, ახალგაზრდებს აქვთ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი ხედვები და ჩაერთონ არაფორმალურ დისკუსიებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, შემდგომში კი მონაწილეობა მიიღონ “დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში”.

პროექტი „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ჩართულობის წახალისებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

, , ,