ELS-ის დღიურები ბრუნდება! წელსაც, ყოველი თვის ბოლოს, დღიურების სახით შევაჯამებთ მომავალ ლიდერთა სკოლაში გასული თვის თემებსა და ჩატარებულ ტრენინგებს.
წელს, მომავალ ლიდერთა სკოლის #ELS2021 მეორე გამოშვება ვირტუალურ ფორმატში გაიხსნა. ასევე (ონლაინ) გაგრძელდა ტრენინგების სერიაც ELS-ის ოთხივე სამიზნე ადგილას: ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისსა და გორში მთელი თვის განმავლობაში.
იანვარი-თებერვლის პერიოდში, მომავალ ლიდერთა სკოლის მონაწილეებმა 10 სხვადასხვა საინტერესო თემაზე მოისმინეს ლექცია, ჯამში ELS-ის ტრენერებმა კი 36 სესია ჩაატარეს.
მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას.
ELS-ის მეორე გამოშვება ივნისში დასრულდება.