15/02/2023 GIP

ექსპერტთა შეფასება: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე?

2022 წლის 29 დეკემბერს მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა მოძრაობამ “ხალხის ძალამ” დააანონსა კანონპროექტის წარდგენა უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. მოძრაობის იდეის მიხედვით, „შემოღებული იქნება უცხოური გავლენის აგენტის ცნება” და „უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით [მოქმედი] ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს“. 2023 წლის 14 თებერვალს მოძრაობამ ოფიციალურად დააინიციირა კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მმართველი ქართული ოცნება აღნიშნული იდეის პრინციპულად წინააღმდეგი არ ყოფილა.  შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ, უახლოეს ხანებში, საქართველოს პარლამენტმა ეს კანონი წარმატებით მიიღოს, რაც სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყანაში მეტად მოწყვლადს გახდის.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც ნეგატიურად აისახება, სამომავლოდ, ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე. ექსპერტთა შეფასების ფარგლებში, დარგში მოღვაწე ავტორიტეტულ ქართველ და უცხოელ ექსპერტებს ვეკითხებით, რამდენად ეთანხმებან ან არ ეთანხმებიან ამ დაშვებას. წარმოდგენილ სტატიაში პოლიტიკის მეცნიერები და ექსპერტები აფასებენ საკუთარ მოლოდინებში დარწმუნებულობის ხარისხს 1-იდან 3 ქულამდე და სთავაზობენ მკითხველს საკუთარი პასუხის მოკლე განმარტებას.[1]

იხილეთ სრული დოკუმენტი

[1] შეფასებები გაკეთებულია მანამდე, სანამ „ხალხის ძალა“ ოფიციალურად წარადგენდა კანონპროექტს პარლამენტში 2023 წლის 14 თებერვალს.
, , , , , , , , , , ,