„აღმოსავლეთ პარტნიორობას წინ ბუნდოვანი მომავალი აქვს ვინაიდან ევროკავშირს უჭირს ამ ჯგუფის წარმატებული წევრებისთვის რაიმე ხელშესახები ალტერნატივის შეთავაზება. ევროკავშირის მედეგობა რეგიონში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. ჩინეთის მზარდი გლობალური დომინაციისა და რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის ფონზე, შეძლებს კი, ბრიუსელი რეგიონში გავლენიან აქტორად დარჩენას?“
New Eastern Europe-მა, რომელიც არის პოლიტიკის ჟურნალი, გამოდის ორ თვეში ერთხელ და ფარავს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მიმდინარე მოვლენებსა და სიახლეებს, გამოაქვეყნა სტატია “EU resilience in the Eastern Partnership: what does the case of Georgia’s political crisis tell us?” რომლის ავტორიცაა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი შოთა კაკაბაძე.
აღნიშნულ სტატიაში ავტორი აანალიზებს ბრუსელის როლს რეგიონში როგორც სანდო აქტორის, ჩინეთის მზარდი გლობალური დომინაციისა და რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის ფონზე. სტატია ავითარებს მოსაზრებას რომ უახლოეს მომავალში წევრობის პერსპექტივის არარსებობის პირობებში, ევროკავშირს სჭირდება უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა რათა შეინარჩუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რეფორმების გზაზე. ასოცირებული ტრიოს მეტი მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროინდელი შემაშფოთებელი განვითარების შეჩერებაში და შემობრუნებაშიც კი. ამ ფორმატს აქვს პოტენციალი, დროებით მაინც, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას გრძელი და რთული ევროპული მოგზაურობა კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწიოს.
იხილეთ სტატია 🔗 EU resilience in the Eastern Partnership: what does the case of Georgia’s political crisis tell us?