Საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აგრძელებს ევროპის კოლეჯის სტუდენტების დაჯილდოების საპატიო ტრადიციას. GIP-ის პრიზი მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) თემაზე დაწერილი საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომისთვის გადაეცემათ.
Წელს, 24 ივნისს გამართულ 2021-2022 წლის სასწავლო წლის დამთავრების ცერემონიაზე GIP-ის პრიზი გადაეცა ევროპის კოლეჯის სტუდენტს, კრისტინა კრალოვას აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) შესახებ საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომისთვის: ევროკავშირი, როგორც გლობალური ციფრული ლიდერი? გაკვეთილები მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციების ექსტერნალიზებიდან საქართველოსა და მოლდოვაში.
გასულ წელს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტსა“ და „ევროპის კოლეჯს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ევროპის კოლეჯის სტუდენტებისათვის სპეციალური პრიზი დაწესდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომისთვის.
სამაგისტრო ნაშრომის პრიზი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის თემებზე აკადემიური კვლევის პოპულარიზაციას, აგრეთვე ახალგაზრდა მეცნიერთა იდეების წახალისებასა და კვლევას. მაგისტრის ნაშრომის პრიზზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ როგორც ბრიუგეს, ისე ნატოლინის კამპუსის სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ ნიშანს სტატუსით „ძალიან კარგი“ (16/20) ან უფრო მაღალს. მათი კვლევა უნდა მოიცავდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს – აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყნის შედარებით შესწავლას ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის პერსპექტივის განხილვას. წელს პრიზისთვის 17 კანდიდატი იბრძოდა.
ფოტო გალერეა – ევროპის კოლეჯის 2021/2022 სასწავლო წლის დახურვის ცერემონია