07/09/2017 magda

GIP-ის დირექტორი ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

6-7 სექტემბერს ევროპელ ლიდერთა კავშირის (European Leadership Network) მიწვევით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა – კორნელი კაკაჩიამ – ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას  თანამასპინძლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საერთაშორისო კონფერენციის  მიზანი  ეუთო-ს სივრცეში ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის ეფექტიანობაზე მსჯელობა და  ამ თემის სახელმწიფოთაშორის განხილვისთვის სამომავლო პარამეტრების განსაზღვრა იყო. კონფერენციის 1,5 ფორმატი უზრუნველყოფდა პოლიტიკის გამოყენებადობას, პოლიტიკურ რეალიზმსა და აკადემიური წესების დაცვას. ამასთან, აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს, შეიარაღების კონტროლის თემის ექსპერტებისა და ევროატლანტიკური სივრცის პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროების წარმომადგენელთა დაკავშირებას, რაც თავის მხრივ ემსახურება თემის ფართო განხილვას ევროპის უშიშროებისთვის თანამედროვე სამხედრო რისკების გათვალისწინებით.

საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა, ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობის შედეგად, კონკრეტული იდეებისა და რეკომენდაციების გენერირებას.

ევროპელ ლიდერთა კავშირი მოამზადებს და გამოსცემს კონფერენციის თანმდევ ანგარიშს, რომელშიც ასახული იქნება კონფერენციაზე განხილული მთავარი თემები და კონკრეტული პოლიტიკური რეკომენდაციები.  ანგარიში წარედგინებათ ეუთოს მონაწილე ქვეყნებსა და ეუთოს სივრცეში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც უსაფრთხოების თემებზე არიან ორიენტირებულნი. შემდგომი განხილვის ხელშეწყობის მიზნით, დოკუმენტი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ეუთოს ქვეყნების პოლიტიკური და ექსპერტთა საზოგადოებისათვის.

 

, , , , , , , , , ,