13 ივლისს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა – კორნელი კაკაჩიამ – მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში “მისწრაფებებსა და რეალობას შორის: ეუთოს სამართლებრივი სტრუქტურის გაძლიერება”, რომელსაც ბერლინში მაქს პლანკის საზოგადოების ჰარნაკის სახლმა უმასპინძლა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა დისკუსიის განახლებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო-ს) სამართლებრივი სტატუსი და ინსტიტუციური სტრუქტურა. პოლიტიკური მოსაზრებები ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსზე, რომელიც ჯერკიდევ გადაუჭრელ საკითხს წარმოადგენს, ორგანიზაციის ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავდა და მაღალ პოლიტიკურ დონეზე იქნა წინ წამოწეული და განხილული ეუთოს მონაწილე მხარეების მიერ.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში და დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე აკადემიური სფეროს , სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომდგენლებმა .