22/10/2018 magda

მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ კლინგენდაელში

22 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ და დირექტორის მოადგილე – რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ მონაწილეობა მიიღეს, კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა (ჰააგა, ნიდერლანდები) და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში – „პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში“. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, კონსტანტინე სურგულაძე.

სემინარზე განიხილეს, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები რამდენიმე ჭრილში: დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ეკონომიკური ინტეგრაცია, თავდაცვისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ფონზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში. ამასთან, მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპეიზაციის იმ გამოწვევებზე, რომლებსაც საქართველო აწყდება გაფართოების პროცესის შეფერხების შემდეგ.

სემინარს ესწრებოდნენ ექსპერტები როგორც კლინგენდაელის ინსტიტუტიდან, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.

სემინარი ჩატარდა დახურულ ფორმატში, პროექტის – „ევროპიზაციის პროცესის მიღმა: საქართველოს ევროპასთან დაახლოება“ – ფარგლებში, რომელიც განხორციელდა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ, „ღია საზოგადოება ინიციატივა ევროპისთვის“ მხარდაჭერით.

 

 

 

 

განრიგი

, , , , , , ,