ესტონეთში, ქალაქ ტალინში, 16-18 მაისს გაიმართა ლენარტ მერის ყოველწლიური კონფერენცია. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. კორნელი კაკაჩიამ, როგორც გამორჩეულმა მომხსენებელმა, მონაწილება მიიღო პანელში სახელწოდებით – „ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან – უკრაინის ომის გავლენა კავკასიაზე“.
ლენარტ მერის კონფერენცია ყოველწლიურად თავს უყრის გამორჩეულ პოლიტიკოსებს, ანალიტიკოსებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამხედრო პერსონალსა და აკადემიის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან. კონფერენციაზე განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი საკითხები, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების პერსპექტივიდან.
კონფერენცია პირველად 2007 წელს გამართა და მას შემდეგ იგი გახდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონფერენცია უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. კონფერენციის მხარდამჭერი და აქტიური მონაწილეა ესტონეთის პრეზიდენტი.