კონფერენცია სახელწოდებით “უკრაინის ომის შედეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე” ერევანში, 2022 წლის 13 აპრილს გაიმართა. ღონისძიება, რომელიც გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის (ACGRC) ორგანიზებით ჩაატარა, მოიცავდა ორ თემატურ სესიას:
- რუსეთის ომი უკრაინაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი
- საერთაშორისო წესრიგი, დემოკრატია და სუვერენიტეტი ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში
კონფერენციის პირველი სესიის ფარგლებში, GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსმა სალომე კანდელაკმა სომეხ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე.
კონფერენციის მეორე სესიის მიმდინარეობისას კი ფრანგმა, ლიტველმა, სომეხმა, ქართველმა და ჰოლანდიელმა ექსპერტებმა ისაუბრეს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო წესრიგის საკითხებზე, ასევე, მათ მნიშვნელობაზე ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.