2024 წლის აპრილში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ სტუდენტებს, სტიპენდიები გადასცა, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში სტაჟირებებს მოიცავდა. სტუდენტების სტაჟირება “ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში” პროექტის ეგიდით განხორციელდა და მხარდაჭერილი იყო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ, “ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით.
სტაჟიორები ახალგაზრდების ადგილობრივ დონეზე ჩართულობისა და საჯარო სერვისების მიწოდების შეფასების მიმართულებებით ჩატარებულ ტრენინგ სესიებზე მათი აქტიური მონაწილეობის შედეგად შეირჩნენ, რომელიც გორში, ბათუმსა და ახალქალაქში ჩატარდა 2024 წლის გაზაფხულზე. საბოლოოდ, 9 სტაჟიორი შეირჩა:
სტაჟიორები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში:
სუსანა სრაპიანი
დიანა საჰარიანი
სტაჟიორები ახალქალაქის მედიაში (JNews)
არუსიაკ მელქონიანი
მარიანა ადამიანი
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტაჟიორი
რუსუდან ალბორიშვილი
სტაჟიორი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში“, გორის ფილიალი
ციცინო ლობჯანიძე
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მარიამ სურმანიძე
ლიკა ბერიძე
ბათუმის არასამთავრობო ორგანიზაცია
ნათია ვერძაძე
მათი სტაჟირების მთავარ მიზანს მუნიციპალური სერვისების შეფასების მექანიზმების შექმნა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესების ლობირება წარმოადგენდა. სტაჟიორების დახმარებით და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, კერძოდ, გორის, ბათუმის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიებმა, შექმნეს ონლაინ ინსტრუმენტები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს შეაფასონ მიღებული მუნიციპალური სერვისები და გამოაქვეყნონ მათზე თავიანთი უკუკავშირი. სტაჟიორები ჩართულნი იყვნენ სერვისების შეფასების მექანიზმებში გამოყენებული კითხვარების შემუშავებაში. ამასთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე მათი ინტეგრირების შემდეგ გამოკითხეს ადგილობრივი მოქალაქეები, რათა გამოეხატათ კმაყოფილება მიღებული სერვისებით, ონლაინ ფორმატში, ანონიმურად. მიუხედავად იმისა, რომ სერვისების შეფასების მექანიზმები შეიქმნა საპილოტე პროგრამებისთვის, ისინი კვლავ ხელმისაწვდომია გორის, ბათუმის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდებზე და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეაფასოს მიღებული სერვისი.
გარდა ამისა, ადგილობრივ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადანაწილებული სტაჟიორები ძირითადად ჩართულნი იყვნენ მუნიციპალური მომსახურების ადაპტირებული მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში და ამ საკითხზე ადგილობრივი თემებისთვის საინფორმაციო სესიების ჩატარებაში.
სტაჟირების პროგრამების დასრულების შემდეგ, 2024 წლის 29 მაისიდან 8 ივნისამდე, GIP-მა მოაწყო ახალგაზრდული ფორუმები პირადად და ვირტუალურ გარემოში გორში, შიდა ქართლის რეგიონში (29 მაისი), ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა (31 მაისი) და ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (8 ივნისი).
ახალგაზრდულ ფორუმებზე GIP-ის მკვლევარებმა წარმოადგინეს ანგარიშის “ახალგაზრდებზე ორიენტირებული მუნიციპალური მომსახურებები და მისი გამოწვევები: შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამცხე-ჯავახეთი” ძირითადი მიგნებები. გარდა ამისა, ახალგაზრდულ ფორუმებზე ადგილობრივმა ახალგაზრდა სტაჟიორებმა გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება მუნიციპალიტეტებში, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში თავიანთი მუშაობისა და მუნიციპალური სამსახურის შეფასების მექანიზმების წარმატების დონის შესახებ, რომლის შექმნაშიც თავად იყვნენ ჩართულნი.