27/12/2023 GIP

ინტერპარტიული საბჭოს ქალთა კომიტეტი აქტივობებს იწყებს

24 დეკემბერს ინტერპარტიული საბჭოს ქალ პოლიტიკოსთა კომიტეტმა განახორციელა პირველი საველე აქტივობა: ქალი პოლიტიკოსები 7 პოლიტიკური პარტიიდან ერგნეთს ეწვივნენ და შეხვდნენ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრა მიზნად ისახავდა იმ საკითხებსა და მოლოდინებზე მსჯელობას, რომლებიც ქალ ამომრჩეველს განსაკუთრებით აინტერესებს. ეს მოლოდინები ქალმა პოლიტიკოსებმა დააიდენტიფიცირეს პროექტის გასული ეტაპების ფარგლებში და ასახეს ინტერპარტიულ მანიფესტში “ქალი ამომრჩევლის მოლოდინები და ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები: როგორ პასუხობენ პარტიები დაკვეთას?”

სადისკუსიო-საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში ქალმა პოლიტიკოსებმა განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც ადგილზე მოსახლეობას აწუხებს, და ის გზები, რომლებითაც შეიძლება ადგილობრივი ამომრჩევლის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

საველე გასვლის ფარგლებში, ქალი პოლიტიკოსები საგანმანათლებლო-კულტურული მიზნით ეწვივნენ ერგნეთის ომის მუზეუმს რათა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ მათ მოინახულეს მუზეუმი და გაეცნენ მის ისტორიას

ინტერპარტიული საბჭოს ახალგაზრდა და ქალ პოლიტიკოსთა კომიტეტები ჩამოყალიბდა პროექტის „საქართველოში პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ინკლუზიური პარტიული პოლიტიკის გზით“ ფარგლებში. პროექტი ორ წელზე მეტია, ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით.

, , , , , , , , , , ,