საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით 10 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა მეორე თემატურ სამუშაო ჯგუფთან, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის თემაზე.
“მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) აქტიური კურსდამთავრებულებსაგან შემდგარი ჯგუფი იმუშავებს ქალების პოლიტიკური ჩართულობის საკითხებზე მენტორ თეონა ყუფუნიას ხელმძღვანელობით, რომელიც არის ექსპერტი საერთაშორისო განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
სამუშაო თემატური ჯგუფების შეხვედრები ხორციელდება პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. პროექტი არის “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) ინიციატივის მეორე კომპონენტი და მასში ჩართულები არიან ELS-ის კურსდამთავრებულები თბილისიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, ქვემო სვანეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.
2021 წელს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა განახორციელა პროექტი “მომავალ ლიდერთა სკოლა” (ELS) და მოამზადა 120 ახალგაზრდა აქტივისტი, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები. ELS-ის ტრენინგების შემდეგ შეიქმნა ოთხი სამუშაო თემატური ჯგუფი, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკის სფეროებზე, როგორებიცაა ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ ხელისუფლებაში, ახალგაზრდების დასაქმება, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა და საგარეო პოლიტიკა.
სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიზნად ისახავს, აქტიურ ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ ღრმა ცოდნა მათთვის რელევანტირი პოლიტიკის შესახებ, ჩამოაყალიბონ აზრი და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. პროგრამა უზრუნველყოფს, სამუშაო ჯგუფის წევრები უფრო მეტად ჩართულები იყვნენ არჩეულ პოლიტიკის სფეროებში, ისინი გაეცნონ მთავარ აქტორებს და მათ პოზიციებს, და შეძლონ გააღრმავონ პირადი და პროფესიული კავშირები დამოუკიდებლად.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი პროექტს “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ახორციელებს USAID Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.